Wednesday, October 22, 2014

1 პროექტის სახელწოდება  -ინგლისელი რომანტიკოსები
2 პროექტის მტავარი იდეა-ბავშვები გაეცნობიან ინგლისელი რომანტიკოსების შემოკმედებას
3პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები პედაგოგთან ერთად გაარჩევენ რამოდენიმე მწერალს და მათ შემოქმედებას. მათი სურვილისამებრ იქნება არჩეული კონკრეტული თემები და ერთიანად იმუშავებენ პრეზენტაციებზე.
ხელმძღვანელის ხელშეწყობით დაიდგმება მოსწავლეების მიერ არჩეულ ნაწარმოებზე სპექტაკლი.
4. პროექტის მიზნები: ა) მოსწავლეები გაეცნონ ინგლისელი რომანტიკოსების შემოქმედებას და მათ მოღვაწეობას.
ბ) მოსწავლეების ინტერესის გაღვიძება პოეზიის მიმართ.
გ) მოსწავლეები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩევენ თემას რაზედაც ერთიანად იმუშავებენ (ჯგუფური მუშაობა).
დ) ცოდნის გაღრმავება აღნიშნულ სფეროში.
5. მონაწილეთა ასაკი 16-17
6.ვადები/ხანგრძლივობა - 1თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ა)ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
ბ)სხვისი ინტერესების გათვალისწინებას.
გ) მოუწევთ დამოუკიდებლად მუშაობა პრეზენტაციებზე, რომლებსაც შემდგომ თვითონვე გაარჩევენ, გააკრიტიკებენ და იპოვიან ხარვეზებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, კალმები, ლიტერატურა: ჯონ კიტსი, ლორდ ბაირონი, რობერტ ბერნსი. სპექტაკლისთვის საჭირო რესურსები, სცენა და ფორმები
9.პროექტის მსვლელობა. .მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისელი რომანტიკოსი პოეტების შემოქმედებას.გაარჩევენ მას და იმუშავებენ პრეზენტაციაზე რომელსაც შემდგომ წარადგენენ სკოლაში . პრეზენტაციაზე მოიწვევენ სტუმრებს.მოსწავლეები ხელმძღვანელის დახმარებით დადგამენ სპექტაკლს რომლის ჩვენება მოეწყობა სკოლის დარბაზში.
10. საგნებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ინგლისურ ენაში ცოდნის გაღრმავება. პროექტი ხელს შეუწყობს სააზროვნო უნარების გაღრმავებას, შემოქმედებითობას.
11. პროექტის ხელმძღვანელი- თინათინ ქარცივაძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:karcivadzetinatini@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:karcivadzetinatini.blogspot.com
                         




3